Saturday, July 14, 2018

მე-9 დღე

რეფლექსია
ტრენინგის მე-9 დღეც ისევე საინტერესო იყო , როგორც დანარჩენი დღეები. მოლოდინები ამ ტრენინგის მიმართ თავდაპირველად მქონდა ცუდი ,თუმცა სრულიად საპირისპირო მივიღე. ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო იმით რომ ვისწავლე პროექტებით სწავლება ,რომელიც გამომადგება ახალ სასწავლო წელს . მადლობა ჩვენს ტრენერს ,რომელმაც არ დაიშურა ენერგია და ცოდნა  ჩვენთვის.

Thursday, July 12, 2018

მე-8 დღე

რეფლექსია

ტრენინგის მე-8 დღეს ვიმუშავე  მოდული-7 ზე,. ეფექტური პროექტების შექმნა.
მოდულის მიხედვით კარგი იქნება თუ ჩვენს სასწავლო პროცესში დავნერგავთ განმავითარებელ ჰოპოთეტურ და  დამაზუსტებელ კითხვებს ან სოკრატულ მეთოდს.
ამ დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმის პროცედურებზე.მივიღე ტრენერისგან შენიშვნები , რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ.
ვისწავლეთ პროექტზე მუშაობის დროს როგორ გავუწიოთ მოსწავლეებს მოდელირება და ფასილიტაცია.

Sunday, July 8, 2018

მე-7 დღე

რეფლექსია
დავწყვილდითბ და ერთმანეთს შევუფასეთ მოსწავლის ნიმუში შეფასების რუბრიკა,თუ რამდენად შესაბამისობაში მოდის მოსწავლის მიზნებთან.
ჩემს მეწყვილეს მივეცი ერთი რჩევა.
ვისწავლეთ როგორ ჩავრთოთ მოსწავლე თემაზე შაბლონებით მუშაობაში.
ვისწავლეთ განმავითარებელი შეფასების გამიყენება თვითრეგულირების უნარის განვითარებისათვის და  რა არის ყველაზე ეფექტური განმავითარებელი შეფასებისას.

Saturday, July 7, 2018

მე-6 დღე

ვიმუშავე გაზეთის /საინფორმაციო ბუკლეტის კოლაჯის ჩეკლისტზე ტექსტურ ინფორმაციაზე.რა უნდა გავითვალისწინო გაზეთის შექმნისქას. ვიმუშავე მისწავლეთა შეფასების რუბრიკაზე,შეფასების ფორმებზე.

Thursday, July 5, 2018

მე-5დღე

რეფლექსია
განვიხილეთ მე-3  მე-4 მოდულის აქტივობები შევისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე . გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის წესებს. შევაფასე და კომენტარები გავუკეთე ჩემი კოლეგის პრეზენტაციას.ეს დღე იყო საინტერესო და დატვირთული.

Sunday, July 1, 2018

მე-4 დღე

რეფლექსია
მე-4 დღეს ვისწავლე პროექტის შეფასება დაშეფასების 5 მიმართულება. ვისწავლე  შეფასების გამიყენება სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად და შეფასების კრიტერიუმები.
დავიწყე პროექტის შაბლონში პროექტის მსვლელობის ეტაპების შევსება .გავაკეთე პრეზენტაცია

Saturday, June 30, 2018

მე-3 დღე

რეფლექსია
ამ დღეს ვისწავლე როგორ მოვძებნო საგნის სტანდარტები ,ბლუმის ტაქსონომიიდან მოვძებნე 21-ესაუკუნის სიტყვები და მოვნიშნე.ვისწავლე როგორ გამოვიყენო ზოგადი თემატური დაშინაარსობრივი კითხვები პროექტების წერისას.

Sunday, June 24, 2018

მე-2 დღე

რეფლექსია
ტრენინგის მე2 დღეს გავააქტიურეთ წინადღის თემა, ფაილში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები მოვძებნეთ რომელი უნარები შეუწყობს ხელს ჩვენს მოსწავლეებს პროექტებზე მუშაობისას .შევისწავლეთ დრაივში ინფორმაციის განთავსება-შენახვა.ვისწავლე ბროშურის გვერდებზე მუშაობა.

1 დღე

რეფლექსია
ტრენინგის პირველი დღეს შევძელი გამერკვია რა არის სასწავლო პროექტი და რა სოციალური პროექტი , მათი განმასხვავებელი და მსგავსი მხარეებით.
ვიმუშავე სასწავლო პროექტით სწავლების 21-ე საუკუნის უნარებისგამოყენებით.აქ გავეცანი უკვე შესრულებულ პროექტებს, ამან ხელი შემიწყო მასალის უკეთ გაგება გააზრებას.
ტრენინგის მსვლელობისას ხელისშემშლელი პრობლემა არ მქონია.